რეგისტრაცია 5 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი - რომელ აბიტურიენტებს ეხება სამინისტროს ინფორმაცია
23-08-2026
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.
 
სამინისტროს განცხადებით, მსურველებს რეგისტრაციის გავლა 2026 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
 
ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიან ელექტროულ პორტალზე  https://portal.abkhazia.gov.ge/show/135
 
„პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იმ პირებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ, სრული ზოგადი განათლება მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომელთა სრული ზოგადი განათლება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით არის აღიარებული.
 
პროგრამა ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს, აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დაეუფლონ ქართულ ენას ან გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა. ამასთან, ისინი ქართულ ენაზე შეისწავლიან მათთვის სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო დარგობრივ საგნებს, რაც მათ უმაღლეს განათლებაში ინტეგრაციასა და შემდგომ აკადემიურ წარმატებას შეუწყობს ხელს.
 
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან სწავლის სრული დაფინანსებით, ყოველთვიური სტიპენდიითა და საცხოვრებლით.
 
მსურველთა განაცხადები მატერიალური ფორმით მიიღება გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (მისამართები: ქ. გორი, ფერაძის ქ. №5; ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი №1)“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203