ბოხვაურის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულ ელენე არობელიძეს ინგლისური ენის გამოცდის მაღალ ქულაზე ჩაბარებას ულოცავენ
05-08-2026

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლა სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულის შედეგებით ხარობენ. 

ელენე არობელიძემ ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური 70 ქულიდან 66 ქულა მიიღო. 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ. დღეს კი ხარობენ, რომ მოსწავლის განათლებაში ჩადებული შრომა დაუფასდათ და კურსდამთავრებულს სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. 6 აგვისტომდე კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება მიმდინარეობს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203