
აცანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები კლასგარეშე განმავითარებელ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობით გამოირჩევიან.
მათ სასწავლო წლის განმავლობაში არა ერთ ღონისძიებას უმასპინძლეს, მათ შორის:
XII კლასელებმა ყველა საგანში ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა და მათგან 5 მოსწავლე გადავიდა მე-2 ტურში.
აცანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაგიდის ჩოგბურთშიც წარმატებულები არიან:
VIII-IX კლასის მოსწავლეებმა ნინო ნიკოლაიშვილი, ელზა ჯიჯიეშვილი, დავით დუმბაძე თბილისში საქართველოს ჩემპიონატში მიიღეს მოანწილეობა, შედეგად დავით დუმბაძემ VIII ადგილი მოიპოვა. მინი კადეტებში III კლასის მოსწავლემ ანასტასია ტუსკიამ IX ადგილი დაიკავა.
ქუთაისში ღია პირველობაზე სკოლამ VI ადგილი მოიპოვა, ლანჩხუთში კი - I ადგილი.
იხილეთ ფოტოები: