
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა წარმატებით ხარობენ.
ახალგაზრდებმა გამოცდებზე სასურველი ქულები მოიპოვეს და სასკოლო საზოგადოებას სიამაყით აავსეს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები აბიტურიებტებს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას, საბოლოო ჩარიცხვებს მათთან ერთად სულმოუთქმელად ელოდებიან და ახალგაზრდებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას უსურვებენ.
„გილოცავთ, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
გულითადად ვულოცავთ ჩვენი სკოლის წლევანდელ კურსდამთავრებულებს:
მეგი გელოვანს
ანდრია ზუმაძეს
ასევე შარშანდელ კურსდამთავრებულს:
სალომე ჭკადუას
ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!
ეს წარმატება თქვენი შრომის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შედეგია. თითოეული თქვენგანის მიღწევა ჩვენი სკოლისთვის დიდი სიხარულისა და სიამაყის მიზეზია.
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ორივე მოსწავლე ოქროსმედალოსანია.
გისურვებთ, სტუდენტური ცხოვრება სავსე იყოს ახალი ცოდნით, საინტერესო გამოცდილებით, პროფესიული წარმატებებითა და დაუვიწყარი მომენტებით. არ შეწყვიტოთ ოცნება, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და ყოველთვის გაბედულად იარეთ თქვენი მიზნებისკენ.
მადლობა, რომ ჩვენი სკოლის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. გვჯერა, მომავალშიც არაერთ წარმატებას მიაღწევთ და ღირსეულად წარმოაჩენთ საკუთარ თავსა და მშობლიურ სკოლას.
აქვე, ვულოცავთ კურდამთავრებულებს მთელი საქართველოს მაშტაბით, გისურვებთ ბედნიერ სტუდენტურ წლებს და წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. 6 აგვისტომდე კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება მიმდინარეობს.