ქუტირის საჯარო სკოლაში ოქროსმედალოსან კურსდამთავრებულს - თორნიკე რუხაძეს ეროვნული გამოცდების მაღალ ქულებზე ჩაბარებას ულოცავენ
05-08-2026

აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლა სკოლამ 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა, მომავალ თაობას მისცა ხარისხიანი ცოდნა, დღე კი კურსდამთავრებულებით ამაყობს. 

წელს სკოლა ოქროს მედალზე სამმა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. 

დღეს, სკოლა ერთ-ერთი მათგანის შედეგებს გვიზიარებს. თორნიკე რუხაძემ სამივე საგანში მაღალი ქულები მოიპოვა და სკოლა ასახელა. 

ქუტირის საჯარო სკოლა ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს ოქროსმედალოსანს, სკოლის გამორჩეულ და საამაყო კურსდამთავრებულს - თორნიკე აკაკის ძე რუხაძეს! მან მათემატიკაში აიღო 45 ქულა, ქართულში -ნ54 , ინგლისურში -ბ68. თორნიკე, გილოცავთ და დაგილოცავთ სტუდენტობის გზას, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, ასევე წარმატებით და ღირსეულად გაივლი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. 6 აგვისტომდე კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება მიმდინარეობს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203