
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში პირველ კლასში 37 733 მოსწავლეა დარეგისტრირებული.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი მოსწავლე საერთოდ არ დარეგისტრირებულა. ამასთან, 727 საჯარო სკოლაში მხოლოდ 5 ან ნაკლები პირველკლასელი დარეგისტრირდა. ასეთი მაჩვენებელი, ძირითადად, მცირე კონტინგენტის მქონე სკოლებსა და მოსახლეობის შემცირების პრობლემის წინაშე მდგარ რეგიონებში ფიქსირდება.
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს საჯარო სკოლებს შორის მოსწავლეთა განაწილება არათანაბარია. მაშინ, როდესაც დიდ ქალაქებსა და დასახლებებში სკოლების ნაწილი მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა, არაერთ მცირე სკოლაში პირველკლასელთა რაოდენობა მინიმალურია ან საერთოდ არ ფიქსირდება.
2026-2027 სასწავლო წლის რეგისტრაციის მიმდინარე მონაცემებით: