გორელოვკის N2 სკოლის კურსდამთავრებულებმა  - ლევონ ქურქჩიანმა და ვარდუჰი მადოიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
05-08-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა  - ლევონ ქურქჩიანმა და ვარდუჰი მადოიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. დღეს კი უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების მოლოდინში არიან. 

სკოლაში ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ. დღეს კი ხარობენ, რომ მათ განათლებაში ჩადებული შრომა დაუფასდათ და კურსდამთავრებულს სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას უსურვებენ. 

ვარდუჰი მადოიანმა 63 ქულა მოიპოვა, ლევონ ქურქჩიანმა კი გამოცდაში 60.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს წარმატებას ულოცავენ.  

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. 6 აგვისტომდე კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება მიმდინარეობს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203