
ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, წელსაც ხარობენ აბიტურიენტთა წარმატებით, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
მაღალი შედეგები აჩვენეს:
ვახო გრძელიშვილმა - ქართული ენა და ლიტერატურა - 54 ქულა, ინგლისური ენა - 66;
ქეთი ღვინიანიძე - ქართული ენა და ლიტერატურა - 54;
ლიზი კოღუაშვილი - ინგლისური ენ - 68, ქართული ენა და ლიტერატურა - 50.
ნატალი ლომთაძე - ინგლისური ენა - 67;
ნიკოლოზ ჩიხლაძე - რუსული ენა 68.
სკოლაში ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ. დღეს კი ხარობენ მათი წარმატებით და კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, 6 აგვისტომდე კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება მიმდინარეობს.