
თბილისის N200 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი აქტივობებით, ახალი გამოცდილებითა და საინტერესო აღმოჩენებით დატვირთული საზაფხულო სკოლა დასრულდა.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა იყო, სადაც ბანაკის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა.
„ჩვენი საზაფხულო სკოლა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით დავასრულეთ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბანაკის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები.
მადლობას ვუხდით ყველა თანამშრომელსა და მშობელს, ვინც საზაფხულო სკოლის წარმატებით განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებთ მხიარულ და ბედნიერ ზაფხულს“,- აღნიშნავენ სკოლაში.