
თბილისის N154 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლის - ანასტასია სურმავას სპორტული წარმატებით ხარობენ.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ JUNIOR NBA ჩემპიონატში სადაც B და C ლიგებში, საქართველოს მაშტაბით, 90 გუნდი მონაწილეობდა, საკალათბურთო კლუბ „კაპიტალ თბილისის“ შემადგენლობაში წარმატებით იასპარეზა და ვერცხლის მედალს დაეუფლა თბილისის N154 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ანასტასია სურმავა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლასა და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.