როგორია მოსწავლეთა თვალით დანახული სკოლა „ცოდნა“?- თვითმმართველობის წევრებმა თანასკოლელები გამოკითხეს
05-08-2026

საზაფხულო არდადეგების პერიოდში სკოლა „ცოდნის“ მოსწავლეთა თვითმმართველობამ სასკოლო ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები გაიხსენა და საინტერესო ვიდეოგამოკითხვა მოამზადა.

თვითმმართველობის წევრებმა - გვანცამ და მარიმ, თანასკოლელებს სხვადასხვა კითხვა დაუსვეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს, როგორ შეაფასებდნენ სკოლის სასწავლო გარემოს, რას აფასებენ ყველაზე მეტად სკოლაში, რომელი საგანია მათი საყვარელი, როგორ დაახასიათებდნენ სკოლა „ცოდნას“ ერთი სიტყვით თუ რამდენიმე ფრაზით და რა ხდის აქ გატარებულ დღეებს განსაკუთრებულს.

ვიდეოში გაჟღერებული პასუხები გულწრფელი, მხიარული და ემოციური აღმოჩნდა. მოსწავლეებმა თავიანთი დამოკიდებულება სკოლის, მასწავლებლების, სასწავლო პროცესის შესახებ გულახდილად გამოხატეს და გააჟღერეს ის ღირებულებები, რომლებიც სკოლა „ცოდნის“ ყოველდღიურ ცხოვრებას ქმნის.

„სანამ ზაფხულის არდადეგები გრძელდება, გადავწყვიტეთ გაგვეხსენებინა ჩვენი სასკოლო დღეები… 

 ჩვენი მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა - გვანცამ და მარიმ - „ცოდნელები“ გამოკითხეს:

პასუხები ისეთივე გულწრფელი, მხიარული და ემოციური აღმოჩნდა, როგორიც ჩვენი „ცოდნელები“ არიან!

მოდით, ერთად მოვისმინოთ ჩვენი უსაყვარლესი „ცოდნელების“ გულწრფელი პასუხები და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის განსაკუთრებული გარემო, რომელსაც სკოლა „ცოდნა“ ჰქვია“,- აღნიშნავენ სკოლაში და ვიდეოს გვიზიარებენ:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203