„ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით!“ - გოგაშენის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა წარმატებით ხარობენ
04-08-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, წელსაც ხარობენ აბიტურიენტთა წარმატებით, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საამაყო შედეგები აჩვენეს. 

სკოლაში მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ. დღეს კი ამაყობენ, რომ მოსწავლის განათლებაში ჩადებული შრომა დაუფასდათ და კურსდამთავრებულს სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას უსურვებენ. 

„ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით!

გოგაშენის საჯარო სკოლის დირექცია გულწრფელად ულოცავს ჩვენი სკოლის ხუთივე კურსდამთავრებულს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ  წარმატებას!

ეს შედეგი თქვენი ნიჭის, დაუღალავი შრომისა და მონდომების დამსახურებაა. მადლობას ვუხდით თითოეულ პედაგოგს გაწეული ამაგისთვის.

ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ შეაღეთ ცხოვრების ახალი, საინტერესო კარი. გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას და დასახული მიზნების მიღწევას! სკოლა ყოველთვის იამაყებს თქვენით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. 6 აგვისრომდე კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება მიმდინარეობს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203