
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის არადეგებზეც არ წყვეტენ სწავლასა და განვითარებას. ერთ-ერთია XI კლასის მოსწავლე ჯუბა ქათამაძე, რომელიც STEAM ბანაკის მონაწილეა.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა საზაფხულო STEAM ბანაკი კაჭრეთში, Ambassadori Academy-ში იმართება.
ბანაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ მოსწავლეებს აერთიანებს და მათ შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკულად გაეცნონ მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის (STEAM) თანამედროვე მიმართულებებს, იმუშაონ საინტერესო პროექტებზე და შეიძინონ ახალი ცოდნა და გამოცდილება.
„ვულოცავთ ჯუბას ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ვუსურვებთ ნაყოფიერ, შთამბეჭდავ და საინტერესო დღეებს, ახალ მეგობრებს, მრავალ ცოდნასა და მომავალშიც არაერთ წარმატებულ ნაბიჯს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.