„ეს დიდი გამარჯვება თქვენი შრომის, მიზანდასახულობისა და მონდომების დამსახურებული შედეგია“ - კაცხის საჯარო სკოლის დირექტორის მილოცვა აბიტურიენტებს
04-08-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა წარმატებით ხარობენ. 

2026 წლის კურსდამთავრებულებმა გამოცდებზე სასურველი ქულები მოიპოვეს და ახლა ჩარიცხვების მოლოდინში არიან. 

სკოლაში ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი ამაყობენ მათი მიღწევებით. სკოლის დირექტორი ნორა ბუცხრიკიძე კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვასა და წარმატებულ მომავალს უსურვებს. 

„გულითადად გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ცხოვრების ამ ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას!

ეს დიდი გამარჯვება თქვენი დაუღალავი შრომის, მიზანდასახულობისა და მონდომების დამსახურებული შედეგია. დღეიდან თქვენთვის იწყება სტუდენტური - საინტერესო, შესაძლებლობებით სავსე და დაუვიწყარი წლები.

იწამეთ საკუთარი თავის, არასოდეს შეშინდეთ ახალი გამოწვევების წინაშე და თამამად იარეთ თქვენი ოცნებებისკენ!

გილოცავთ!“,- ვკითხლობთ დირექტორის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203