მოსწავლეთა 6 კატეგორია, ვინც სკოლის ფორმას უფასოდ მიიღებს - ნახეთ, ეკუთვნით თუ არა შეღავათი მრავალშვილიან ოჯახებს
04-08-2026

მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა დამტკიცდა.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

ა) რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;

ბ) ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;

გ) განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;

დ) ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;

ე)  განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;

ვ) 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

პროგრამის ბენეფიციარისთვის გადასაცემი სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება:

ა) ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან;

ბ) გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან.

ყველა დეტალი იხილეთ ბმულზე.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203