ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ლონდონში საერთაშორისო STEM ოლიმპიადაზე საქართველოს წარადგენენ
04-08-2026

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო STEM ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად ლონდონში გაემგზავრნენ.

ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეებს ცოდნაზე, კვლევასა და ინოვაციებზე დაფუძნებული მრავალფეროვანი აქტივობები, პრაქტიკული გამოწვევები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მოსწავლეებთან კონკურენცია ელით.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლების ერთიანი გუნდი გაემგზავრა ლონდონში, სადაც საქართველოს ღირსეულად წარადგენს საერთაშორისო STEM ოლიმპიადაზე.

წინ ელით ცოდნით, კვლევითა და ინოვაციებით სავსე დღეები, საინტერესო გამოცდილება და კონკურენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მოსწავლეებთან.

ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს. გვჯერა, რომ ისინი ღირსეულად წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს, ჩვენს სკოლებსა და საქართველოს.

წარმატებები ჩვენს გუნდს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203