„ვამაყობთ თითოეული თქვენგანით“ - ქვემო ალვანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ინგლისურ ენაში ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს
04-08-2026

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ასახელეს. 

2026 წლის აბიტურიენტებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს. 

გიორგი-არჩილ აქიმიძემ, ეროვნულ გამოცდებზე, ინგლისურ ენაში უმაღლესი 70 ქულა მოიპოვა.  ინგლისურ ენის გამოცდაში ასევე უმაღლესი - 70 ქულა აქვს  ანი თელაურიძეს

​საამაყოა ლანა იჭირაულის შედეგიც, მან უნგლისური ენის გამოცდაში 70-დან 67 ქულა მოიპოვა. 

ინგლისურ ენაში ბრწყინვალე შედეგები აქვს ასევე - მერი ბუჩაიძეს, 70/66, ლიკა ხუტურიძეს - 70​/66 და ნიკოლოზ ბეწუნაიძეს 70/65. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ. სკოლის დირექტორი ეკა თელაურიძე კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს და სასურველ უმაღლეს სასწავლებეში ჩარიცხვას უსურვებს. 

„გილოცავთ, ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! 

​სკოლა ამაყობს თითოეული თქვენგანით და მიღწეული შედეგით. ყველას გისურვებთ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზე ჩაბარებას.

​წინ დიდი, საინტერესო სტუდენტური ცხოვრება და ახალი მწვერვალები გელით. გვჯერა, თქვენი შესაძლებლობების!“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, დღეიდან კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203