
ახმეტის N2 საჯარო სკოლამ 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა, მომავალ თაობას მისცა ხარისხიანი ცოდნა, დღე კი ნამდვილად შეუძლია იამაყოს საკუთარი კურსდამთავრებულებით.
კურსდამთავრებულებმა - ქეთევან ცალუღელაშვილმა, ირაკლი ბეკურაულმა, ანანო მიდელაურმა, საბა შათირიშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს.
ქეთევან ცალუღელაშვილმა ინგლისურ ენაში უმაღლესი 70 ქულა მოიპოვა. ასევე 70-დან 70 ქულა აქვს ირაკლი ბეკურაულს.
საამაყოა ანანო მიდელაურის შედეგებიც. მან ქართული ენა და ლიტერატურაში 60-დან 58 ქულა მოიპოვა, ინგლისური ენაში კი 70-დან 67.
ინგლისური ენის გამოცდაზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა საბა შათირიშვილმაც. მან ინგლისური ენაში 70-დან 69 დაიმსახურა.
სკოლაში ულოცავენ კურსდამთავრებულებს წარმატებას და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ცარიხვას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, დღეიდან კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო.