საბუეს საჯარო სკოლაში ხარობენ კურსდამთავრებულის - ბარბარე შაშიაშვილის წარმატებით, რომელიც ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტირორის გარეშე მოემზადა 
04-08-2026

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ბარბარე შაშიაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას მიაღწია.

ბარბარე შაშიაშვილმა სასურველი შედეგები აჩვენა და დაამტკიცა, რომ მიზანდასახულობა და შრომა მნიშვნელოვან შედეგს იძლევა. აღსანიშნავია, რომ ის გამოცდებისთვის რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მოემზადა.

სკოლაში კურსდამთავრებულს ულოცავენ გამოცდების წარმატებით ჩაბარებსა და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას უსურვებენ. 

„სკოლის მოსწავლემ, ბარბარე შაშიაშვილმა, ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული შედეგები აჩვენა.

 ინგლისური ენა - 63/70.

 ქართული ენა და ლიტერატურა - 39/60;

აღსანიშნავია, რომ ბარბარე რეპეტიტორთან არ ემზადებოდა და საგამოცდო მასალას დამოუკიდებლად დაეუფლა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203