
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულის წარმატებით ხარობენ.
სკოლის მოსწავლემ, მარიამ სარდალაშვილმა ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში საამაყო შედეგი აჩვენა. მან უმაღლესი 70 ქულიდან 68 ქულა მოიპოვა.
სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური და პედაგოგები აბიტურიენტს ულოცავენ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და ფაკულტეტეზე ჩარიცხვას უსურვებენ.
„სამთაწყაროს სკოლის დირექცია, სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და სრულიად სასკოლო საზოგადოება ვულოცავთ მარიამს და სრულიად საქართველოს აბიტურიენტებს წარმატებით ჩაბარებულ ეროვნულ გამოცდებს და ახალ ეტაპზე გადასვლას. წარმატებები მუდამ!!!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, დღეიდან კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო.