
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება.
ტრადიციულად, წელსაც, სკოლაში ამაყობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგებით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, მარიამ ზაქაიძის წარმატება, რომელმაც გამოცდები მაღალ ქულებზე ჩააბარა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მარიამი რეპეტიტორთან არ მეცადინეობდა და შედეგებს დამოუკიდებლად მომზადებით მიაღწია.
სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის წარმატებით, ახარებთ, რომ მის განათლებაში ჩადებული შრომა დაუფასდათ.
დირექტორი მაია სიმონიძე მარიამ ზაქაიძესა და ყველა აბიტურიენტს ულოცავს გამოცდების ჩაბარებას.
„მასწავლებლები და სასკოლო საზოგადოება დიდი სიხარულით და სიამაყით ვულოცავთ, მარიამს, მის მშობლებს და დამრიგებელს მის ასეთ საოცარ შედეგს და ვუსურვებთ წარმატებებს და წინსვლას ცხოვრების მეტად მნიშვნელოვან გზაზე.
ასევე სრულიად ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ვულოცავთ გამოცდების ჩაბარებას და ვუსურვებთ წარმატებებს!!!“,- აღნიშნავენ სკოლაში.