„ვულოცავთ, ილია ჩარქსელიანს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!“- უშგულის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის შედეგებით ხარობენ
03-08-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულის შედეგებით ხარობენ. 

ილია ჩარქსელიანმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი ქულები მოიპოვა. 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ. დღეს კი ხარობენ, რომ მოსწავლის განათლებაში ჩადებული შრომა დაუფასდათ და კურსდამთავრებულს სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის მიმდინარე წლის კურსდამთავრებულს, ილია ჩარქსელიანს, ვულოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!

საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას გისურვებთ, ილია!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, ხვალიდან კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203