
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.
სკოლას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექტორი ზურაბ თოდუა წარმატებას მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვისას სკოლას გვერდით ედგა.
„ძვირფასო კოლეგებო, მშობლებო, მოსწავლეებო, გულშემატკივრებო,
ყველას უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის ავტორიზაციის მიღებით გამოწვეული დიდი სიხარულის გაზიარებისთვის!
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ავტორიზაციაზე მუშაობის პროცესში ხონის საგანმანათლებლო რესუსცენტრის დიდი მხარდაჭერა და გვერდით დგომა ქალბატონ ხათუნა ყურაშვილი-ქობალიას ხელმძღვანელობით!
მადლობა ხონის ნომერ პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ შორენა კაკაბაძეს, ივანდიდის საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლია ჩიხლაძეს, ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ხათუნა ხარაბაძეს, გორდის საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ მანანა გელენიძეს და გუბის საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ გვანცა ვაშაკიძე საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისათვის!!
დიდი მადლობა ექსპერტთა ჯგუფს ბატონ დავით ჩივაძის ხელმძღვანელობით და ასევე მადლობა საავტორიზაციო საბჭოს სხდომის თბილ გარემოში ჩატარებისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის!!
და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის ყველა თანამშრომელს, რომლებმაც დაუღალავი შრომა გასწიეს მიზნის მისაღწევად!!
კიდევ უამრავ წარმატებას ვისურვებ ჩვენს სკოლას მომავალში, რაშიც დარწმუნებული ვარ.
პატივისცემით ზურაბ თოდუა“, - ვკითხულობთ აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის დირექტორის წერილში.