
ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება, მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს, ზრუნავდნენ ბავშვების მოტივაციაზე, შედეგად კი წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს.
მათ შორის, წარმატებული აღმოჩნდა ინგლისური ენის სწავლება მე-6 კლასში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მე-6 კლასელებმა სასწავლო წელი განსაკუთრებული მიღწევებით დაასრულეს. მთელი წლის განმავლობაში ისინი დაუღალავად მუშაობდნენ Speaking და Writing დავალებებზე, ხვეწდნენ საუბრისა და წერის უნარებს, ავითარებდნენ კრეატიულ აზროვნებას და წლის ბოლოს კი დამსახურებული სერტიფიკატებიც მიიღეს.
„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების მონდომებითა და პროგრესით! წინ კიდევ ბევრი საინტერესო გამოწვევა და ინგლისურენოვანი მწვერვალია!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: