„გმადლობთ“ - ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა სიხარულით, მადლიერებითა და ლამაზი ემოციებით სავსე შემაჯამებელი ღონისძიება 
03-08-2026

ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის მიწურულს IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

ამ ლამაზი ღონისძიებით, მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი შეაჯამეს და პედაგოგებს მათ აღზრდა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ. ღონისძიებამ გააერთიანა როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებითი და საზეიმო ნომრები. 

VI კლასმა გვაჩუქა, ლამაზი „მზიანეთელების“ შემაჯამებელი ღონისძიება - „გმადლობთ“, რომელიც ბოლო 2 წლის მანძილზე მასწავლებლების გაწეულ უანგარო ამაგსა და შრომას მიეძღვნა.

მოსწავლეებმა შეაჯამეს ორწლიანი წარმატებები, გაიხსენეს საინტერესო გაკვეთილები, პროექტები თუ გასვლითი აქტივობები და ფართო აუდიტორიას საკუთარი ნიჭი მრავალმხრივად წარუდგინეს:

მოაწყვეს ნამუშევრების გამოფენა, შეასრულეს სიმღერები, დახვეწილად იცეკვეს და წაიკითხეს ლექსები.

მაყურებელს თეატრალიზებულად წარუდგინეს ი. გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?“ და რ. ინანიშვილის „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“.

სცენაზე სპორტული და ინტელექტუალური უნარებით გამოირჩნენ ფეხბურთელები, მოკრივე, მოცურავე და ჭადრაკის მოთამაშე პატარები.

ღონისძიების დასასრულს, მასწავლებლების მიმართ გამოხატული დიდი მადლიერების შემდეგ, ყველა ბავშვს საზეიმოდ გადაეცა კუთვნილი სერტიფიკატი“,- გვიყვებიან სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა მონდომებითა და შემოქმედებითობით.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაგდა ზარანდია, მუსიკის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებთან - ნათია ჯანელიძესა და ხათუნა ქარციძესთან ერთად. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203