დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაღალი შედეგები აჩვენეს
03-08-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება. 

სკოლის კურადამთავრებულებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაღალი შედეგები აჩვენეს. 

ლიზი ხარაბაძემ 52 ქულა მოიპოვა, მარი მარკოიძემ 50, ეთერ ჭახაძემ - 49, ხოლო ეკა ვანაძე- 47 ქულა.

სკოლაში წარმატებული აბიტურიენტებით ამაყობენ და მათ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვასა და არჩეული პროფესიიების წრმატებით დაუფლებას უსურვებენ. 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულებს და უსურვებს წარმატებებს ცოდნის ახალ საფეხურზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, ხვალიდან კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203