
ქუთაისის N19 საჯარო სკოლა ტრადიციულად, წელსაც ამაყობს წარმატებული აბიტურიენტებით, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საამაყო შედეგები აჩვენეს.
აღსანიშნავია, ვატო გორგოძის წარმატება, რომელმაც ისტორიის გამოცდაში მაქსიმალური 60 ქულა მოიპოვა.
სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, შერჩეულ ფაკულტეტზე ჩარიცხვას უსურვებენ.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ვატოს“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, ხვალიდან კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება.