შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ლიტერატურის გამოცდის პირველად შედეგებს აქვეყნებს.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე
online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 18.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა.