
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, წელსაც ამაყობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგებით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ოქროსმედალოსანი თიკა ბაღაღოშვილის წარმატება. მან ეროვნული გამოცდები უმაღლეს ქულებზე ჩააბარა.
სკოლის დირექცია ყველა აბიტურიენტს ულოცავს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და მათ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვასა და არჩეული პროფესიების წარმატებით დაუფლებას უსურვებენ.
„ყვარლის მეორე საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს სასწავლო წლის დასრულებასა და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.
სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ უმაღლესი ქულებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები ოქრმოსმედალოსანმა თიკა ბაღაღოშვილმა .
წარმატებული და ბედნიერი სტუდენტობა ჩვენს ახალგაზრდებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, ხვალიდან კი გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება.