
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი ნაყოფიერად წარიმართა. სასწავლო წელი გაჯერებული იყო მოსწავლეთა ცოდნის და განვითარებისკენ მიმართული საგანმანათლებლო ინციატივებითა თუ საინტერესო ღონისძიებებით.
აღსანიშნავია, მე-10ბ კლასის მოსწავლეთა შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით - დრო ოქროა“, რომლის მიზანი მოსწავლეებში დროის მნიშვნელობისა და მისი ეფექტურად გამოყენების აუცილებლობის გააზრება იყო.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ლექსების, ცნობილი გამონათქვამების, სასცენო ნომრებისა და სხვადასხვა შემოქმედებითი წარმოდგენის საშუალებით წარმოაჩინეს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში ყოველი წუთი და დროის სწორად განაწილება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას, პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებასა და დროის მართვის მნიშვნელობის გააზრებას.
ღონისძიების ორგანიზატორი მე-10ბ კლასის მასწავლებელი სუსანა ჰამბარიანი იყო. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულმა ღონისძიებამ თბილ და შემოქმედებით გარემოში ჩაიარა.
იხილეთ ვიდეო