დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - თაკო შავაძემ და ანა მახარაძემ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაღალი ქულები მოიპოვეს
31-07-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - თაკო შავაძემ და ანა მახარაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაღალი შედეგები დააფიქსირეს.

თაკო შავაძემ მაქსიმალური 60 ქულიდან 52 ქულა მოიპოვა, ხოლო ანა მახარაძემ კი - 48 ქულა.

სკოლის ადმინისტრაცია ორივე კურსდამთავრებულს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და უსურვებს, სტუდენტობის წლები ახალი შესაძლებლობებით, პროფესიული განვითარებითა და მნიშვნელოვანი მიღწევებით იყოს სავსე.

„გილოცავთ, კვლავ გაგვახარეთ ახალი წარმატებებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთარვებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიხვას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203