
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ლაზარაშვილი საგანმანათლებლო-კულტურული გაცვლითი პროგრამის - FLEX-ის ფარგლებში ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი წლით საცხოვრებლად და სასწავლებლად გაემგზავრება.
FLEX-ის პროგრამა წარმატებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ამერიკულ სკოლაში ისწავლონ, იცხოვრონ მასპინძელ ოჯახში, გაიღრმაონ როგორც აკადემიური ცოდნა, ისე კულტურათაშორისი გამოცდილება.
სკოლის ადმინისტრაცია ლუკა ლაზარაშვილს ამ მნიშვნელოვან წარმატებას ულოცავს და უსურვებს საინტერესო, ნაყოფიერ და დაუვიწყარ წელს, ახალი ცოდნით, გამოცდილებითა და წარმატებებით სავსე მომავალს.
„ჩვენი სკოლის მოსწავლე ლუკა ლაზარაშვილი აშშ-ში საცხოვრებლად და სასწავლებლად ერთი წლით FLEX-ის პროგრამის ფარგლებში მიემგზავრება. ლუკა, ბედნიერი მომავალს გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ წელს აშშ-ში საცხოვრებლად და სასწავლებლად ერთი წლით, FLEX-ის პროგრამის ფარგლებში, 27 მოსწავლე მიემგზავრება.