
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელს ბილინგვური სწავლება წარმატებით წარიმართა. პედაგოგები მიმართავდნენ მრავალფეროვან აქტივობებს, სასწავლო რესურსებსა და სხვადასხვა მეთოდს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახა.
აღსანიშნავია, ბილინგვური განათლების ფარგლებში, განხორციელებული საინტერესო კომპლესური დავალება, რომელიც ითვალისიწინებდა საქართველოს რეგიონების მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემების მოძიებას ერთ რომელიმე წელს, მატემატიკურ დამუშავებსა და ცხრილში ორგანიზებას.
დავალების თქმა იყო - ნატურალური რიცხვები მილიონამდე, სახელოწდება - „საქართველოს რეგიონები”.
სასწავლო პროცესს მათემატიკის ბილინგვური განათლების სპეციალისტი ანი კახაბერი და საგნის მასწავლებელი სევდა იბრაგიმოვა უძღვებოდნენ.
კომპლექსური დავალება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. ბავშვებმა დავალებაზე დიდი ენთუზიაზმით იმუშავეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
„Geo/ Aze - ორი ენა, ერთი მიზანი - ხარისხიანი განათლება.
წარმოგიდგენთ ბილინგვური განათლების ფარგლებში შესრულებულ კომპლექსურ დავალებასა და თემის შესაბამის აქტივობებს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ცოდნა ყველაზე კარგად მაშინ ვითარდება, როცა ბავშვები ერთდროულად ივითარებენ როგორც საგნობრივ, ისე ენობრივ უნარებს.
ბილინგვური განათლება მომავლის გასაღებია - გზა, რომელიც ცოდნას, კულტურებსა და შესაძლებლობებს ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენი მოსწავლეები ამ გზას უკვე წარმატებით მიუყვებიან“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: