
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლაში კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. უცხოური ენის სწავლება კი ხარისხიანი და სიღმისეულია.
2025-2026 სასწავლო წელს პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე ინგლისური ენის მასწავლებელმა, ნინო მამადაშვილმა არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, ჩამოაყალიბა „მკითხველთა წრე“, რომელშიც გაერთიანებულები არიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „მკითხველთა წრის“ მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
როგორ სკოლაში გვეუბნებიან, წრის წევრები კითხულობენ ინგლისურენოვან წიგნებს, ქმნიან პლაკატებს, წარმოადგენენ პრეზენტაციებსა და სცენაზე აცოცხლებენ წაკითხული ნაწარმოებების პერსონაჟებს.
ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, უვითარდებათ ინგლისურ ენაზე კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის უნარ-ჩვევები.
მათ შორის, „მკითხველთა წრის“ წევრებმა მოთხრობის - „ძალიან მშიერი მუხლუხო“ - და ზღაპრის - "სამი გოჭი" - მიხედვით წარმოადგინეს პრეზენტაციები, შექმნეს პლაკატები, ნახატები და გააცოცხლეს ნაწარმოებთა პერსონაჟები.
მოსწავლეების მიერ შესრულებულ აქტივობებს დიდი მოწონება ხვდა წილად. „მკითხველთა წრე“ მომავალშიც გეგმავს სხვა ნაწარმოებების შესახებ საინტერესო ღონისძიებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: