
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში ნუცა ქიზიყურაშვილის ბრწყინვალე წარმატებით ხარობენ.
11-12 ივლისს თურქეთის ქალაქ კოჯაელში (Kocaeli, Türkiye) გამართულ, ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირზე - European Judo Union – Kocaeli Judo Hopes Tournament 2026 - მოსწავლემ საამაყოდ იასპარეზა.
ტურნირში მონაწილეობდნენ U14 და U16 ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდა ძიუდოისტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იყო ნუცა ქიზიყურაშვილი, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ნუცას პირველ ადგილს და ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო ტურნირზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.