ბურნაშეთის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და მათ სასურველ უმაღეს სასწავლებლებში ჩარიცხვას უსურვებენ
31-07-2026

ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა მაღალი ქულებით ჩააბარეს ზოგადი უნარები მშობლიურ ენაზე ენაზე და ახლა, სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ელიან. 

ჩვენი სკოლიდან ორი თბილისში აპირებს სწავლის გაგრძელებას - სურიკ მურადიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს, ანუშ ალევორიანი კი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან - აკადემიაში. 

ასევე ოთხი კურსდამთავრებული ერევნის უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ. მათი შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღეს სასწავლებლებში ჩარიცხვასა და წარმატებულ მომავალს უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203