ინფორმაცია სტუდენტებისთვის - განაცხადების მიღება 3 აგვისტოდან იწყება 
02-08-2026
სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 3 აგვისტოდან დაიწყება და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
 
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლიდან, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება. დაფინანსების ახალი მოდელი არ გავრცელდება საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტებში უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე და ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან დაფინანსების იმავე მექანიზმებით, რაც აქამდე იყო მათთვის შეთავაზებული, მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სასწავლო გრანტით.
ამასთან, ,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" შესული ცვლილებების საფუძველზე, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს შეუნარჩუნდათ გრანტის მოპოვების შესაძლებლობა.
კონკურსის პირობებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ
ბმულზე:https://shorturl.at/b5Ag6ხ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203