
თბილისის N128 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები მხარდაჭრილია, მათი ნიჭი და უნარები წახალისებული, მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში მეათე კლასის ნიჭიერ მოსწავლის - ნინო გვილავას მუსიკალური წარმატებით ხარობენ.
მოსწავლემ მსოფლიო, საერთაშორისო მუსიკალურ ონლაინ კონკურსში I ადგილი დაიკავა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ნინო გვილავას წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„წარმატებები N128 საჯარო სკოლის მეათე კლასის ნიჭიერ მოსწავლეს ნინო გვილავას! მსოფლიო, საერთაშორისო ონლაინ მუსიკალურ კონკურსში I ადგილის მოპოვებისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.