თბილისის N128 სკოლის წარჩინებული მოსწავლე მარიამ დიღმელაშვილი სტამბოლში გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა
31-07-2026

თბილისის N128 საჯარო სკოლის მეათე კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ, მარიამ დიღმელაშვილმა, სტამბოლში გამართულ გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში - MUN Istanbul 2026 - მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები საკომიტეტო მუშაობაში ჩაერთნენ და მსოფლიოს წინაშე მდგარ მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელეს.

მონაწილეებმა დებატების ფორმატში წარმოადგინეს საკუთარი პოზიციები, შეიმუშავეს პრობლემების გადაჭრის გზები და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება მიიღეს. 

პროგრამის დასკვნით ეტაპზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ გამოცდილ დიპლომატებსა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს წარმომადგენლებს, რომლებმაც მათ გაეროს სისტემაში კარიერული განვითარების, საერთაშორისო დიპლომატიაში საქმიანობისა და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობებზე ესაუბრნენ.

კონფერენციის დახურვის ცერემონიაზე მარიამ დიღმელაშვილსა და სხვა მონაწილეებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ, რაც პროგრამაში მათ წარმატებულ მონაწილეობას ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მარიამ დიღმელაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ მართა მიქელაძე, რევაზ კოლელიშვილი, მარიამ შანიძე, საბა კუჭუხიძე, მართა გეთია და მაია სვარიძე, რომლებმაც საერთაშორისო ღონისძიებაზე ღირსეულად წარმოადგინეს საკუთარი დელეგაცია.

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203