„ერთად ვაგრძელებთ ხარისხიანი განათლების განვითარებას“ - ოზურგეთის №4 სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა
30-07-2026

ოზურგეთის №4 საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა.

სკოლას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 9 წლით მიენიჭა.

სკოლაში წარმატებას მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ და ახარებთ, რომ ეს მნიშვენლოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს. 

„ეს მნიშვნელოვანი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სკოლა აკმაყოფილებს ხარისხიანი განათლებისთვის დადგენილ სტანდარტებს და ქმნის უსაფრთხო, თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს.

მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის. სწორედ თქვენი ჩართულობა გახდა ამ წარმატების საფუძველი.

წინ კიდევ ბევრი ახალი მიზანი და წარმატებაა - ერთად ვაგრძელებთ ხარისხიანი განათლების განვითარებას ჩვენი მოსწავლეების უკეთესი მომავლისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203