წნორის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა დავიწყარი „ბოლო ზარი“ 
30-07-2026

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის ​XII კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და დამრიგებელმა - იზა ბულაშვილმა 22-24 მაისს ბაკურიანში დაუვიწყარი დღეები გაატარეს, სადაც მოსწავლეებმა სკოლის დამათავრება აღნიშნეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თამაზ ხორბალაძემ და მისმა გუნდმა, რომელთაც კურსდამთავრებულებსა და მათ ოჯახებს თბილი მასპინძლობა, მხარდაჭერა და კომფორტული გარემო შეუქმნეს.

პედაგოგ იზა ბულაშვილის შეფასებით, ეს დღეები ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

ის განსაკუთრებულ მადლობას უხდის თამაზ ხორბალაძეს ყურადღებისთვის, პატივისცემისა და ხელშეწყობისთვის, რომლის წყალობითაც მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება ღირსეულად და ემოციურ გარემოში იზეიმეს.

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის, რაც ჩვენს მიმართ გამოიჩინეთ 22, 23, 24 მაისს. რათა დაუვიწყარი დღეები გეჩუქებინათ ბავშვებისთვის და წნორის პირველი საჯარო სკოლის მიმდინარე წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამოს ბრწყინვალედ აღსანიშნავად.

მთელი სული და გული ჩადეთ რომ ასე ლამაზად გამომშვიდობებოდნენ ბავშვები ერთმანეთს.

დიდებულად გამოვიდა ყველაფერი. თქვენი გუნდის, თქვენი და თქვენს მიერ სასტუმროში შექმნილი არაჩვეულებრივი გარემოს წყალობით.

უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით წნორის პირველი საჯარო სკოლა XIIა კლასის მოსწავლეები, მშობლები, დამრიგებელ იზა ბულაშვილთან ერთად.

უფალმა დაგლოცოთ და ხელი მოგიმართოთ

ყველა კეთილ საქმეში“,- წერს პედაგოგი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203