ჭუბერის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა 
30-07-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლას ავტორიზაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში, 2026 წლის 8 ივლისს გამართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ სკოლას ახალი შენობა აქვს, რომელიც თანამედრო სტრანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. 

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ. 

მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ულოცავს სკოლას ვტორიზაციის მოპოვებას. 

„ეს მნიშვნელოვანი მიღწევა თითოეული თქვენგანის - დირექციის, ადმინისტრაციის, პედაგოგების, ტექნიკური პერსონალის, მოსწავლეებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევის, პასუხისმგებლობისა და განათლებისადმი ერთგულების ღირსეული აღიარებაა“,- ვკითხულობთ მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203