„ბოლო ზარი“ ორი მე-12 კლასელისთვის - უშგულის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილეს
30-07-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლამ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე წელს ორი კურსდამთავრებული გააცილა და საუკეთესო სურვილები გაატანა. 

მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეეს წარმატებსკენ მიმავალი გზა დაულოცეს და სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

ახალგაზრდებმა დირექციას და პედაგოგებს მათ აღზრდა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და სასკოლო ცხოვრების მინიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს. 

დღის ბოლოს მათი თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა. 

უშგულის საჯარო სკოლაში კურდამთავრებულთა აქტიურ გულშემატკივრებად და მხარდმაჭერებად რჩებიან და კუსდამთავრებულებს ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ. 

„გილოცავთ! გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებასა და ყველა ოცნების ახდენას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203