
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში მოსწავლის საერთაშორისო აკადემიური წახმატებით ხარობენ.
ქიმიის 58-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლე გია კვაშილავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოლიმპიადა ჩატარდა ქალაქ ტაშკენტში, უზბეკეთში. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 363 მონაწილე, მსოფლიოს 96 ქვეყნიდან.
საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევა, მომზადება და ოლიმპიადაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ნაკრების მომზადება მიმდინარეობა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. გუნდს ამზადებდნენ მენტორები: ელიზბარ ელიზბარაშვილი (ლიდერი), ვახტანგ კურცხალია (თანალიდერი), თინათინ ბუთხუზი და სოფიკო ფაცაცია. ასევე მეცადინეობებში აქტიურად იყვნენ ჩართული გასული წლების მედალოსნები ილია დოკაძე (ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული) და ანანო აბულაძე.
იხილეთ ფოტოები: