
თბილისის N37 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს, რაც კურსდამთავრებულთა წარმატებაზე აისახება. სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა.
ჩუღურეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, გაიმართა ჩუღურეთის რაიონის ოქროს და ვერცხლისმედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია.
თბილისის N37 საჯარო სკოლა წარდგენილი იყო 3 ოქროსმედალოსნით (ლუკა ახალაია, ნინი ნაჯარიანი, ელიზავეტა სააკიანი).
ღონისძიებაზე კურსდამთავრებულთა სასწავლო მიღწევები საზეიმოდ აღინიშნა.
სკოლაში ახარებთ ახალგაზრდების შრომისა და მოდნომების დაფასება და მათ მიღებულ ჯილდოს ულოცავენ.
„ვულოცავთ ჩვენს ოქროსმედალოსნებს, მათ მშობლებსა და დამრიგებელს, ქალბატონ ანა მურაჩაშვილს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ ნათელ მომავალს!
აქვე, დიდ მადლობას მოვახსენებთ ჩუღურეთის რაიონის გამგეობას, პარლამენტარებს, ქალბატონ რიმა ბერაძესა და ბატონ გიორგი ვოლსკის, ჩვენი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და დაფასებისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.