
თბილისის N36 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცა.
სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. მე-12ა კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება განსაკუთრებულად აღნიშნეს. გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები სასიამოვნო მოგონებების გარშემო გააერთიანა და ახალგაზრდებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა და დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე საუკეთესო სურვილები გაატანა.
დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა.
დღეს ახალგაზრდები ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგებისა და ჩარიცხვების მოლოდინში არიან. სკოლაში მათ გულმხურვალედ გულშემატივრობენ და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას უსურვებენ.
იხილეთ ვიდეო: