თბილისის N64 სკოლაში, სპორტის კათედრის ორგანიზებით, შეჯიბრებები სისტემატიურად ტარდება
30-07-2026

თბილისის N64 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სპორტის კათედრის ორგანიზებით, სისტემატურად ტარდება სპორტული თამაშების/სახეობების შეჯიბრებები, მონაწილეობას იღებენ დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურის და ქართული, რუსული, აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი სპორტული აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება დაკავდნენ სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით. გამარჯვებული გუნდები მოტივაციის ამაღლების მიზნით თასებით ჯილდოვდებიან. 

„ვულოცავთ, მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ დაუვიწყარ ზაფხულის არდადეგებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203