ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ
30-07-2026

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება. სკოლის აბიტურიენტებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ. 

სკოლა, ამჯერად, ერთი მე-12 კლასის მოსწავლეების წარმატების შესახებ გვიზიარებს.

ანასტასია მამალაძემ, ლიზა ბიბინეიშვილმა, ლიკა ღლონტმა, მარი გოგიტაურმა, ანდრო გვიბირიძემ, მარიამ მარგალიტაძემ, ნინი მეგრელიძემ, ლუკა ჩხარტიშვილმა, ნინი ბარამიძემ, მარიამ ჩავლეიშვილმა, მარია ტუმაჩინსკიმ და მარია მალახოვამ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაღალი ქულები მოიპოვეს. 

ასევე ისტორიის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს - მარიამ მარგალიტაძემ, მარი გოგიტაურმა, ნინი მეგრელიძემ და ნიკოლოზ წურწუმიამ. 

სკოლაში ახარებთ, რომ მოსწავლეთა განათლებაში ჩადებული შრომა დაუფასდათ და კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203