
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მასწავლებლები, პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
მათ შორის მასწავლებლები აქტიურად შეურთდნენ მასწავლებელთა მეცხრე მუნიციპალური კონფერენციას, რომელიც ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში გაიმართა.
კონფერენცია ჩატარდა თემაზე - „პედაგოგიური და მენეჯერული პრაქტიკა: ინოვაციები, გამოწვევები და შესაძლებლობები“ და მიზნად ისახავდა პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარებასა და ინოვაციური მეთოდების დანერგვას.
კონფერენცია ითვალისწინებდა მოხსენებებს სხვადასხვა მიმართულებით, პედაგოგიური გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარებას, რომელშიც ზვარეს საჯარო სკოლის მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართული.
კონფერენციის დასასრულს, ღონისძიებაში მონაწილე მასწავლებლებს სიგელები გადაეცათ.
სკოლის დირექცია პედაგოგთა პროფესიულ გაძლიერებას ყოველთვის ახალისებს და ახარებს მათი აქტიურობა.
„გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: