ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ნათია იზორია და ლიზი ოსადჩი საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
30-07-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლას მომავალ თაობას ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება. შესაბამისად, სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. 

22 ივნისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, გაიმართა წარჩინებული მოსწავლეების სიგელებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ აფხაზეთიდან დევნილი ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები, მათი პედაგოგები და სკოლები.

მათ შორის იყვნენ  ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მედალოსნები -  ნათია იზორია და ლიზი ოსადჩი.

სკოლაში ახარებთ კურსდამთავრებულთა შრომისა და მონდომების დაფასება და ახალგაზრდებს წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ. 

„ნათია და ლიზი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე!

ჩვენი სკოლის წარმატების ისტორიას კიდევ ერთი ოქროს ფურცელი შეემატა! წელს 6 მედლოსანი კურსდამთავრებული გვყავს, (მათზე მოგვიანებით მოგახსენებთ) რომელთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი ორი საამაყო გოგონა — ნათია იზორია და ლიზი ოსადჩი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, წარჩინებული მოსწავლეების აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელებით დაჯილდოების ცერემონია , რამაც თითოეული ჩვენგანისთვის ეს დღე უაღრესად ემოციური და სიმბოლური გახადა. ნათიამ და ლიზიმ დაამტკიცეს, რომ მიზანსწრაფვას, ნიჭსა და შრომისმოყვარეობას არანაირი ბარიერი არ გააჩნია.

“ცოდნა ერთადერთი ძალაა, რომელიც ყველა საზღვარსა და სირთულეს სცდება.“

გოგონებო, სკოლა ამაყობს თქვენით! გვჯერა, რომ ეს ჯილდო მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზისა, რომელიც წინ გელით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203